“კაცი კაცს არ ჰგავს და ქალი ქალს” – რას მოჰყვა ცემა–ტყეპა კობახიძის მტკიცებით?

2 hours ago 3

3

ქართული ოცნების ლიდერი, ირაკლი კობახიძე პარლამენტში დეპუტატებს შორის მომხდარ ცემა–ტყეპას ეხმაურება, ოღონდ, მხოლოდ გახარიას პარტიაზე საუბრობს და ამბობს:

„ნამდვილად სამწუხაროა, რაც ვიხილეთ დარბაზში. აგენტურამ კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე. როდესაც ნახეს, რომ სათქმელი არაფერი ჰქონდათ, გადავიდნენ უზრდელობაზე, შეურაცხყოფაზე, ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. ეს არის მათი სამარცხვინო სახე. რთულია რამე შეცვალო, როდესაც არ გაქვს არც განათლება, არც ინტელექტი, არც პატრიოტიზმი, რთულია სხვანაირად იმოქმედო. ძალიან სამწუხაროა, რომ კაცი კაცს არ ჰგავს და ქალი ქალს. ეს არის მათი საერთო სახე. ღირსებადაკარგული ადამიანების ერთობა. ასეთები იყვნენ ქართველი ბოლშევიკები 1 საუკუნის წინ. მათაც დაკარგული ჰქონდა სახე – კაცს კაცის, ქალს ქალის. ეს არის ამ ბოლშევიკური სულის რეინკარნაცია. საერთო რა ჰქონდათ მაშინდელ ბოლშევიკებს და დღევანდელ აგენტურას, რომელსაც თავის დროზე ოპოზიციას ვუწოდებდით. ეს მათთვის ძალიან დიდი კომპლიმენტი იყო. საერთო არის ის, რომ ორივე იყო აგენტურა. როდესაც ხელი გაქვს მოწერილი ჯაშუშობაზე, იქ შეუძლებელია იმოქმედო ღირსეულად“

ცემა–ტყეპა პარლამენტში – ვიდეო

სრულად წაკითხვა