„კაცი მოკლულია სავარაუდოდ, ქალზე იძალადესო“ – რა ვერსიები ვრცელდება ზუგდიდი-მესტიის გზაზე მომხდარ ყაჩაღობაზე

1 day ago 1

„კაცი მოკლულია სავარაუდოდ, ქალზე იძალადესო“ - რა ვერსიები ვრცელდება ზუგდიდი-მესტიის გზაზე მომხდარ ყაჩაღობაზედღეს, 5 იანვარს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ზუგ­დი­დი-მეს­ტი­ის გზა­ზე ყა­ჩა­ღო­ბა მოხ­და.

“მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სო­ფელ ნაკ­რა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს სამ­ძებ­რო-და­კა­ვე­ბის ოპე­რა­ცია. პო­ლი­ცია ორ ახალ­გაზ­რდას ეძებს, რო­მელ­თაც ბრა­ლად ედე­ბათ უცხო­ელ ცოლ-ქმარ­ზე თავ­დას­ხმა. სო­ფელ ნაკ­რას ასახ­ვევ­თან იპო­ვეს გა­ტა­ცე­ბუ­ლი მან­ქა­ნა, რო­მელ­საც, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, აღე­ნიშ­ნე­ბა სის­ხლის კვა­ლი. ასე­ვე ნა­პოვ­ნია ქალი, რო­მე­ლიც გა­დაყ­ვა­ნი­ლია გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. ქმა­რი კი და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა. აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­ულ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლებს პო­ლი­ცია სო­ფელ ნაკ­რა­ში ეძებს, რო­მელ­თა ვი­ნა­ო­ბა ამ ეტაპ­ზე ჩვენ­თვის უც­ნო­ბია,“ – ამ ინფორმაციას ავ­რცე­ლებს “სვა­ნე­თის სა­თე­მო რა­დიო“.

მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ორი ვერ­სია ვრცელდება.

“მთა­ვა­რი არ­ხის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ტუ­რისტ ცოლ-ქმარს თავს ორი ახალ­გაზ­რდა და­ყა­ჩა­ღე­ბის მიზ­ნით და­ეს­ხა თავს. მე­ო­რე ვერ­სი­ით კი, თავ­დამ­სხმე­ლებს უნ­დო­დათ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ქა­ლის გა­ტა­ცე­ბა, რა­შიც ქა­ლის მე­უღ­ლემ შე­უ­შა­ლა ხელი და თავ­დამ­სხმე­ლებ­მა მა­მა­კა­ცი, სა­ვა­რა­უ­დოდ, გულ-მკერ­დის არე­ში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით დაჭ­რეს.

ქალი უკვე გა­მო­ი­კი­თხა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­და, რად­გან თავ­დამ­სხმე­ლებ­მა მას­ზე იძა­ლა­დეს.

“კაცი მოკ­ლუ­ლი არის სა­ვა­რა­უ­დოდ, ქალ­ზე იძა­ლა­დე­სო,“ – აცხა­დებს არხთან ად­გი­ლობ­რი­ვი, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბა არ სა­ხელ­დე­ბა.

ამბები.ჯი

სრულად წაკითხვა