„TV პირველის“ ინფორმაციით, 15 წლის ბიჭს დანით რამდენიმე დაზიანება აქვს მიყენებული. არხის ცნობით, გუშინ, 9 ივლისს დანაშაულში ეჭვმიტანილი 26 წლის კაცი ეზოში მყოფი ბავშვების ხმაურმა გააღიზიანა, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ერთ-ერთი მათგანი დაჭრა.
მოზარდი კლინიკაში გადაიყვანეს. მიღებული დაზიანებების გამო მას სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდა.
პოლიციამ კაცი მალევე დააკავა. მას 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება - საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 17-ე მუხლის მე-3 ნაწილით (არასრულწლოვნითვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენება).

2 weeks ago
41







English (US) ·
Georgian (GE) ·