კახა კალაძის ბანერის დაზიანების ფაქტზე შსს-მ ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

6 hours ago 3

77

კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. განცხადებას ამის შესახებ შსს ავრცელებს:

,,შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების მომართვის საფუძველზე, საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

შეტყობინების თანახმად, აღნიშნული ქმედება ჩაიდინა “კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.
სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდება ზარალის ზუსტი ოდენობა და აღნიშნულ ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”

სრულად წაკითხვა