კახეთის ქორწილის მონაწილე მომღერლის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

1 week ago 29

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილი დაკავებული არ არის, თუმცა მის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.

„დაკავებული არ არის. მან გამოკითხვაზე ბოლომდე დარჩენა არ ისურვა, რა დროსაც პოლიციელებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და პირადი ნივთების შესანახი კარადა დააზიანა. აღნიშნულ ფაქტზე მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო“, — განუცხადეს „ნეტგაზეთს“ შსს-ში.

უწყებაში ჯერ ვერ აკონკრეტებენ, რა მუხლით დაიწყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება.

მანამდე „ტვ პირველმა“ გაავრცელა მრევლიშვილის განყოფილებაში ძალის გამოყენებით შეთრევის კადრები და ცნობა, რომ ის თელავის რაიონულ სამმართველოში გამოკითხვაზე ხელმეორედ დაიბარეს და განყოფილებაშივე დააკავეს.

ალექსანდრე მრელაშვილი იყო მიწვეული მომღერალი სასტუმრო „აგარანის მამულში“ გამართულ ქორწილში, რომელიც სასტუმროს სტუმრებთან კონფლიქტში გადაიზარდა.

გიორგი ჭიღლაძის ადვოკატის ცნობით, უცხოელი დამსვენებლების მიერ მე-3 გადმოსხმული სითხე ჩაისხა ვერანდაზე მუსიკალურ აპარატში, რის შედეგადაც აპარატი გამოვიდა მწყობრიდან და მუსიკა შეწყდა. ამ ფაქტიდან მალევე მომღერალმა ალექსანდრე მრელაშვილმა აამუშავა მუსიკალური აპარატი და მუსიკები და სიმღერა გაგრძელდა. დაახლოებით 10-15 წუთში მე-3 სართულიდან კვლავ დაიწყეს სითხის გადმოსხმა და ფურთხება. აღნიშნულზე მომღერალმა ალექსანდრე მრელაშვილმა განაცხადა, რომ ასეთ შეურაცხმყოფელ პირობებში მუშაობის გაგრძელება არ შეეძლო და დატოვა იქაურობა.

ამ თემაზე:

დააკავეს კაცი, რომელმაც კახეთში ქალს სცემა

გიორგი ჭიღლაძე არის რუსების პროვოკაციის მსხვერპლი და თავადაც დაზარალებული — ადვოკატი

სრულად წაკითხვა