“კახი კალაძის ეს უსუსური მცდელობა, რომ თითქოს და ქუჩების რეაბილიტაციით, მოჩვენებითი კონცერტების ჩატარებით, რამენაირად ჩააგდოს მუხტი საზოგადოებაში და გააჩინოს განცდა იმისა, რომ თითქოს და ამ ქვეყანაში არაფერი არ ხდება, არის მისი სასოწარკვეთილების რეალური გამოვლინება,” – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით:
”ეს არის სასოწარკვეთილი ხელისუფლების მოქმედებები, მათ ჰგონიათ, რომ პრობლემა არის ქუჩებში, შენობა-ნაგებობებში, არამედ სინამდვილეში პრობლემა არის მათში. დღეს საქართველოს საზოგადოება, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, საერთაშორისო თანამეგობრობა, ყველა არის ერთ მხარეს და მეორე მხარეს არის ივანიშვილი, რომელიც სანქცირებულია შეერთებული შტატების მიერ და არის ბრალდებული ტერორიზმის მხარდაჭერაში, რადგან პუტინის ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერა ნიშნავს ტერორიზმის მხარდაჭერას.
აქედან გამომდინარე, ერთადერთი გამოსავალი აქვს “ქართულ ოცნებას”, კახა კალაძეს, ირაკლი კობახიძეს, ივანიშვილს, რომ ჩანიშნონ ახალი არჩევნები, ჩამოშორდნენ სახელმწიფო ძალაუფლებას, გაათავისუფლონ პოლიტიკური ტყვეები და მისცენ ქვეყანას მართლა რეაბილიტაციის, გადატვირთვის და რეორგანიზაციის შესაძლებლობა, თუ ვინმეს ან რამეს სჭირდება დღეს რეაბილიტაცია, ეს არა რუსთაველის გამზირია, არამედ საქართველოა.
საქართველოს სჭირდება პოლიტიკური გადატვირთვა, ახალი კოალიციური დემოკრატიული სახელმწიფო და იმ პერსპექტივების და იმ უდიდესი შესაძლებლობის გამოყენება, რომელიც არის დღეს ჩვენს წინაშე – ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაცია, რომ მშვიდობა, ეკონომიური განვითარება, სტაბილურობა და ყველა პერსპექტივის რეალიზება, რისთვისაც ჩვენ ძალია დიდი ხანია ვიბრძვით.
აქედან გამომდინარე კახი კალაძის ეს უსუსური მცდელობა, რომ თითქოს და ქუჩების რეაბილიტაციის დაკეტვით, მოჩვენებითი კონცერტების ჩატარებით, რამენაირად ჩააგდოს მუხტი საზოგადოებაში და გააჩინოს განცდა იმისა, რომ თითქოს და ამ ქვეყანაში არაფერი არ ხდება, არის მისი სასოწარკვეთილების და მისი მდგომარეობის რეალური გამოვლინება”, – განაცხადა ვასო ურუშაძემ.
ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს