“ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის გადატვირთვის მზადყოფნაზე საუბრობს:
“მზად ვართ ამერიკასთან პარტნიორული ურთიერთობის გადატვირთვისთვის, ასევე ევროკავშირთანაც და ეს პერიოდი აუცილებლად დაგბენა 2025 წელს გამომდინარე იქედან, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს და ამერიკულმა საზოგადოებამ – 5 ნოემბერს.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, მას შემდეგ, რაც ამერიკელი ხალხის გადაწყვეტილება შევა ძალაში და ტრამპის პოლიტიკა შეუდგება მოქმედი ადმინისტრაციის ჩამოყალიბებას, ასევე იმ პოლიტიკის გატარებას, რომელიც ზოგადად ჩვენს და არა მხოლოდ ჩვენს ინტერესებშია, ამის შემდეგ აუცილებლად მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.