კლინიკა “ვივამედიდან”, საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება ოკუპირებული გალის რაიონის, სოფელ საბერიოში დატრიალებულ შემზარავ ტრაგედიას, ხანძრის შედეგად 5 არასრულწლოვანის დაღუპვის ფაქტს:
,,ძალიან გამიჭირდა ჩემი გამოხმაურების დაწერა და საერთოდ აზრის ჩამოყალიბება რუსეთის მიერ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში დატრიალებულ შემზარავ ტრაგედიაზე, რომელმაც ხუთი ანგელოზის სიცოცხლე შეიწირა.
ან რა უნდა ვთქვა, ან რითი შემიძლია გამოვხატო ჩემი სამძიმარი. სულით ხორცამდე შეძრული ვარ. მტერს არ ვუსურვებ მსგავს ტრაგედიას.
ღმერთმა გაანათლოს დაღუპული ბავშვების სულები. ვლოცულობ მათთვის”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი