საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც რუსეთის ჩარევაზე იყო საუბარი, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში, მწვავე შეფასებებით და კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე:
“თუ სადმე ერევა რუსეთი, მეზობელ ქვეყნებზე როცაა საუბარი, ის ერევა უკრაინაში და ყველას ურჩევნია, მიხედონ უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის…
მე ვსაუბრობ იმაზე, რაც არის რეალური პრობლემა. კომენტარს ვაკეთებ იმ პრობლემაზე, რომელიც დგას ყველას წინაშე – ეს არის განადგურებული უკრაინა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება