“კეზერამ და მისმა მინიონებმა – მას შემდეგ, რაც ჩაისვარეს, ცილისმწამებლური კამპანია წამოიწყეს” – ჩერგოლეიშვილი

4 days ago 3

10

“ფედერალისტების” თანადამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

კეზერამ და მისმა მინიონებმა – მას შემდეგ, რაც ყველაფერში გრანდიოზულად ჩაისვარეს, ცილისმწამებლური კამპანია წამოიწყეს, რომ მე ქართული ოცნება მაფინანსებს.

(ფულის გარეშე ისინი ხომ არარაობები არიან და ვერ ხვდებიან, როგორ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ, მხარდამჭერთა მცირე შემოწირულობებით – უკიდეგანოდ უნიჭო ხალხია.)

ამიტომ, ქართულ ოცნებასთან შეკვრას მაბრალებენ.

მაგ სიმართლით იაროს კეზერამ, მისმა ოჯახმა, მისმა საყვარელმა ადამიანებმა, მისმა სამეგობრომ (თუ შერჩა ვინმე მწველავების გარდა), ყველამ, სულ ყველამ ვინც უყვარს.

ყველა ცილისწამება დაგიბრუნდებათ უკან.

ზუსტად ისე, როგორც სააკაშვილს დაუბრუნდა.

სრულად წაკითხვა