,,კეთილი, ზრდილობის ეტალონი დათო აღარ გვყავს” – ბათუმში უმძიმესი ავარიის დროს ერთ-ერთი გარდაცვლილის ვინაობა ცნობილია

2 hours ago 2

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა. ერთ-ერთ გარდაცვლილი დავით აბულაძეა.

როგორც ადგილობრივებმა „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა, სადაც მოტოციკლი ქვეითს შეეჯახა.

მათივე ცნობით, ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.

“კარგი, კეთილი, ზრდილობის ეტალონი დათო აღარ გვყავს, თავზარი დაგვეცა” – წერენ ახლობლები კომენტარებში.

სრულად წაკითხვა