“კესარია აბრამიძის მკვლეობას მაღალი ალბათობით ჰომოფობიის მოვიტივები არ აქვს”– რას წერს “ოცნების” წევრი

1 month ago 98

“კესარია აბრამიძის მკვლეობას მაღალი ალბათობით ჰომოფობიის მოვიტივები არ აქვს და ნუ ცდილობთ პოლიტიკური მოტივებისა და წახალისების ძიებას , – ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ქობულეთში ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მიმდინარეობს გამოძიება და დამნაშავე დაისჯება.

“კესარიას მკვლეობას მაღალი ალბათობით ჰომოფობიის მოვიტივები არ აქვს და ნუ ცდილობთ პოლიტიკური მოტივებისა და წახალისების ძიებას! სამწუხროა და დანაშაულია ადამიანის მკვლელობა, მიმდინარეობს გამოძიება და დამნაშავე დაისჯება!”, – წერს ცოტნე ანანიძე Facebook-ზე.

ცნობილი ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მოკლეს.

შსს–ის ინფორმაციით, კესარია აბრამიძე დანითაა მოკლული. მისი ცხედარი დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ნახეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრალდებული მისი მეგობარი მამაკაცია, კონფლიქტის მიზეზი სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო გახდა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ბ.ჯ.-ს ყველ­გან ეძე­ბენ. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მკვლე­ლო­ბის ფაქტს ადას­ტუ­რე­ბენ და აცხა­დე­ბენ, რომ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სრულად წაკითხვა