კესარია საკუთარ ბინაში დანითაა მოკლული – ახალი დეტალები

1 month ago 95

ცნობილი ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მოკლეს.

წინასწარი ინფორმაციით, ის დანითაა მოკლული. მისი ცხედარი დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ნახეს. მკვლელობაში ბრალდებული მისი მეგობარი მამაკაცია.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 108 მუხლით დაიწყო. 

კესარია აბრამიძე 18 აგვისტოს 37 წლის გახდა.

სრულად წაკითხვა