კვარა არ იქნება, დღეს მიქაუტაძე დაასრულებს - როგორია ქართველების განრიგი 4 იანვარს

2 days ago 4

4 იანვარი ქართველი ლეგიონერებისთვის საკმაოდ დატვირთულია.

გთავაზობთ ქართველი ფეხბურთელების მატჩების განრიგს:

"ვოტფორდი" - "შეფილი" 19:00

გიორგი ჩაკვეტაძემ წელი საგოლე პასით დაიწყო, ეს მისთვის უკვე მეორე სათამაშო დღეა.

"სენტ-ეტიენი" - "რეიმსი" 20:00

ზურიკო დავითაშვილის გუნდს რთული პერიოდი უდგას, მათ ზედიზედ 4 მარცხი აქვს.

"ფიორენტინა" - "ნაპოლი" 21:00

ანტონიო კონტემ დაადასტურა, რომ ამ მატჩს ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის გამო გამოტოვებს, თუმცა "პარტენოპეის" მატჩები ქართველი ქომაგებისთვის მუდამ ინტერესის ცენტრშია.

"ლიონი" - "მონტეპლიე" - 23:55

სათამაშო დღეს გიორგი მიქაუტაძე დახურავს, რომლის შესახებაც ბევრი იწერება, რომ შესაძლოა კარიერა სხვა გუნდში გააგრძელოს, თუმცა მან განაცხადა, რომ წასვლს არსად აპირებს.

სრულად წაკითხვა