"ლიონს" ამაზე უარის თქმა გაუჭირდება - "გალათასარაის" ახალი, ზღაპრული წინადადება მიქაუტაძის თაობაზე

1 day ago 3

როგორც სჩანს, თურქულ გალათასარაის მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ლიონიდან გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი განახორციელოს.

შეგახსენებთ, რომ სტამბოლელებმა ფრანგულ კლუბს თავდაპირველად 18 მილიონი ევრო შესთავაზეს, უარის შემდეგ კი, თანხა 21 მილიონამდე გაზარდეს.

ლიონელები ამ წინადადებაზეც უარზე არიან, თუმცა, გალათასარაი დანებებას მაინც არ გეგმავს. თურქული მედიის ცნობით, ოკან ბურუკი ქართველი შემტევის შეძენით პირადად არის დაინტერესებული და კლუბის ხელმძღვანელობა დაარწმუნა, რომ შეთავაზება კიდევ გაუმჯობესდეს.

სრულად წაკითხვა