"პსჟ" შემდეგ მატჩს საფრანგეთის თასზე მეორელიგელი "ლე მანსის" წინააღმდეგ გამართავს.
მოსალოდნელია, რომ ამ მატჩში ლუის ენრიკეს გუნდი შედარებით გადახალისებული შემადგენლობით გამოვა.
ფრანგული მედიის ცნობით, გთავაზობთ პარიზელთა სავარაუდო სასტარტო თერთმეტეულს:
მეკარე: მატვეი საფონოვი;
მცველები: მენდეში, მარკინიოსი, ტაპე, ზაგე;
ნახევარმცველები: რუისი, ზაირ-ემერი, მაიულუ.
შემტევები: კვარაცხელია, რამოში, დუე.
აქვე გეტყვით, რომ მატჩი 5 თებერვალს 00:10 საათზეა ჩანიშნული.