როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია საკუთარი საოცნებო ტიტული, ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
აქედან 1 დღის შემდეგ ხვიჩამ სოციალურ ქსელში სთორი გამოაქვეყნა, რომელიც თავის კუმირს, კრიშტიანუ რონალდუს უკავშირდება.
ფოტოზე ხვიჩა და რონალდუ არიან ცალ-ცალკე ჩემპიონთა ლიგის თასით ხელში და ასევე მთავარი ფოტო, რომელიც 2013 წელს "დინამო თბილისის" აკადემიის გახსნაზეა გადაღებული, სადაც კრიშტიანუ და პატარა კვარაცხელია ჩანან.
კვარას ამ ფოტოთი სურდა რონალდუს მისამართით მადლობა გადაეხადა და პატივისცემა გამოეჩინა, როგორც საკუთარი კერპის., რომლისთვის "მიბაძვამაც" წლების შემდეგ შედეგი გამოიღო და ახლა მანაც მოიგო ჩემპიონთა ლიგა.