ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის გამო, დავიდ ნერეშის სათამაშო დრო ნაპოლიში გაიზარდა.
ყოველივე ამაზე კომენტარი გუნდის თავკაცმა ანტონიო კონტემაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს ნერეშისთვის კარგი შესაძლებლობაა საკუთარი უნარები მოედანზე გამოავლინოს.
"22 მოთამაშე გვყავს, რომლებმაც უნდა იცოდნენ, რომ სათამაშოდ მუდამ მზად უნდა იყვნენ. ნერეში სერიოზული ბიჭია და მუდამ დაუღალავად შრომოს, მას აქვს ყველა საჭირო თვისება საიმისოდ, რომ კვარას არ ყოფნაში საკუთარი შესაძლებლობები გვაჩვენოს", - განაცხადა კონტემ.