კვარას ბევრი არ ეთანხმება - რა თქვა ხვიჩამ იტალიის და საფრანგეთის ლიგების შედარებაზე

3 weeks ago 8

ქართულ მედიაში ვრცელდება ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარი, რომელშიც კვარა ერთმანეთს იტალიისა და საფრანგეთის ჩემპიონატებს ადარებს.

როდესაც სერია A-ში ვთამაშობდი, მაშინ ამბობდნენ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში თამაში ძალიან მარტივია, რასაც არ ვეთანხმები. ლიგა 1-სა და სერია A-ს სათამაშო დონე ერთნაირია.


საფრანგეთის ჩემპიონატში ყველა გუნდი ცდილობს, რომ გოლი გაიტანოს. აქ სათამაშო დონე ძალიან მაღალია.

- თქვა კვარამ.

გულშემატკივართა ნაწილი მიიჩნევს, რომ იტალიის სერია A უფრო მაღალი დონის ჩემპიონატია, ლიგა 1 კი ძირითადად ერთი კლუბის ტურნირად გადაიქცა.

სრულად წაკითხვა