გუშინ ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური დასრულდა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა ბერგამოს ატალანტა დიდი სხვაობით, 4:0 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ Opta-მ გამოაქვეყნა შედეგები იმის შესახებ თუ ვინ მიაჩნია ხელოვნურ ინტელექტს პირველი ტურის შემდეგ 3 გამოკვეთილ ფავორიტად, ერთ-ერთი კი სწორედ კვარას პსჟ გახლავთ:
1. ლივერპული
2. არსენალი
3. პსჟ
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ატალანტას წინააღმდეგ შესანიშნავი გოლი გაიტანა და Whoscored-ის ვერსიით ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.