ხვალ, 14 სექტემბერს, "პარი სენ-ჟერმენი" შინ "ლანსს" უმასპინძლებს. მატჩამდე პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, პრესკონფერენცია გამართა, სადაც მედიის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
ცხადია, საფრანგეთში კვლავ საუბრობენ კვარაცხელიასა და ბარკოლას დუელზე, თუ რომელზე გააკეთებს არჩევანს ესპანელი სპეციალისტი, რაზეც თავად შემდეგი პასუხი აქვს:
"კვარაცხელიასა და ბარკოლას შორის რომლის დაწყებას უნდა ელოდოთ სასტარტო შემადგენლობაში?
არამარტო ისინი, მათ მბაიესაც დავუმატებდი, იგი სუფთა სტილის გარემარბია, მაღალი დონის მოთამაშეები მყავს. ამ პოზიციაზე თამაში ოცამდე მოთამაშეს შეუძლია, არჩევნის გაკეთება არ მიწევს"
- თქვა ენრიკემ.