კვირის ჰოროსკოპი: რას გვპირდება ასტროლოგიური პროგნოზი 15–21 დეკემბერს

1 day ago 4

ამ კვირაში ცაზე სამი მნიშვნელოვანი პლანეტარული ასპექტი ყალიბდება. რადგან სამივე ასპექტი დაძაბულია, ეს კვირა შესაძლოა ნეგატიური გავლენის ზრდასთან იყოს დაკავშირებული. მზისა და სატურნის დაძაბულმა ურთიერთობამ (17 დეკემბერი, მზე-სატურნის კვადრატი)  შეიძლება გამოიწვიოს ენერგიის შემცირება, სასიცოცხლო ენერგეტიკული პოტენციალის შესუსტება, ასევე, ბიზნესსაქმიანობის შენელება და დაბრკოლებები. ამ ასპექტის გავლენით, შესაძლოა ქრონიკული დაავადებები გამწვავდეს. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ადამიანმა უფრო მეტად უნდა იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე და მიზანმიმართულად გამოიყენოს თავისი ენერგეტიკული პოტენციალი. მოერიდეთ რთულ ამოცანებს, რომლებიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

20-21 დეკემბერი, მზე-ნეპტუნის კვადრატი – ეს ასპექტი დაკავშირებულია ილუზიებთან და ცრუ განზრახვებთან. ამ ასპექტის გავლენით, ადამიანს უჭირს საკუთარი ნამდვილი შესაძლებლობებისა და სურვილების ამოცნობა. შეიძლება მოდუნდეთ, ორგანიზების უნარი დაკარგოთ და ხელი ჩაიქნიოთ, აპათია დაგეუფლოთ, რომლის დროსაც კონკრეტული ქმედებების ნაცვლად, ადამიანს არაფრის კეთება არ უნდა. ალკოჰოლისკენ მიდრეკილ ადამიანებს შეიძლება მოთხოვნილება გაუმწვავდეთ, ილუზიების სამყაროში ჩაეფლონ. ამავდროულად, ეს ასპექტი შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვების უანგარო დახმარების სურვილთან.

21 დეკემბერი, ვენერა-სატურნის კვადრატი – ეს ასპექტი შეიძლება დაკავშირებული იყოს სიყვარულში გაცივებასთან და ზედმეტ შეზღუდვებთან, გრძნობების გამოხატვის აკრძალვასთან. მათ, ვისზეც ეს ასპექტი მოქმედებს, შეიძლება დაეუფლოთ მარტოობის გრძნობა და უსიყვარულობის განცდა. დამახასიათებელია სურვილის ნაკლებობასა და გრძნობების გამოხატვის შეუძლებლობასთან დაკავშირებული მდგომარეობები. ფინანსურად შემოსავალი შეიძლება იყოს მოკრძალებული. შესაძლებელია იძულებითი ეკონომია და საჭიროებების შეზღუდვა.

საერთო ჯამში, ეს კვირა ხელსაყრელია, თუმცა ბევრი რამ ადვილი არ იქნება. ექსპერტები გვირჩევენ, გადავლახოთ შინაგანი ბარიერები, რომლებმაც შეიძლება გზას აგვაცდინონ; თავდაჯერებულები ვიყოთ, რათა წარმატებით მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს.

ვერძი

ამ კვირაში ნუ აჰყვებით ემოციებს, მათმა ძალამ შეიძლება დაბინდოს თქვენი ჯანსაღი განსჯა და ზიანი მიაყენოს თქვენს ბიზნესს. მოუსმინეთ საკუთარ თავს და მიხვდებით, როგორ იმოქმედოთ. სიმშვიდე და წინდახედულობა თქვენი წარმატების გასაღებია. სამშაბათს კარგ ამბავს შეიტყობთ. თუ ხუთშაბათს საინტერესო საქმიან წინადადებას მიიღებთ,  უარს ნუ იტყვით, რადგან თქვენი კარიერა უახლოეს მომავალში შეიძლება ამაზე იყოს დამოკიდებული. თქვენი იდეები და ცხოვრებისეული შეხედულებები ახალ გულწრფელ მეგობრებს მოიზიდავს თქვენსკენ.

შაბათ-კვირა კარგი დროა დიდი ხნის წინ გადადებული საუბრებისთვის – ბოლოს და ბოლოს ყველაფერი მოგვარდება.

სასიკეთო დღეები: 15, 18.

არასასიკეთო დღე: 17.

კურო

ეს კვირა თქვენს პროფესიულ და შემოქმედებით საქმიანობაში აქტივობას გაზრდის. ყველაფერი შესანიშნავად გამოვა, მაგრამ ფხიზლად იყავით, რადგან იღბალმა ნებისმიერ მომენტში შეიძლება ზურგი შეგაქციოთ. ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული. ოთხშაბათი საკმაოდ რთული და უსიამოვნო დღე იქნება; ეცადეთ, დაასრულოთ ის, რაც დაიწყეთ და კომუნიკაცია მინიმუმამდე დაიყვანოთ. ღირს თქვენი ენერგიის ძველი პრობლემების მოგვარებაზე ფოკუსირება.

შაბათ-კვირას შეეცადეთ, ყველაფერში ზომიერება დაიცვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სათანადოდ ვერ დაისვენებთ.

სასიკეთო დღეები: 18, 20.

არასასიკეთო დღე: 17.

ტყუპი

თქვენი ინტუიცია საშუალებას მოგცემთ, იმოქმედოთ პროაქტიულად, აირჩიოთ ყველაზე წარმატებული მიმართულებები თქვენი შესაძლებლობების გამოსაყენებლად. ამ კვირაში დამატებით შემოსავალს მიიღებთ, პაემანზე მიგიწვევენ და სიყვარულში გამოგიტყდებიან. მიხვდებით, რომ თქვენი ყველაზე გიჟური ოცნებები ახდება და იმ პრობლემების გადაჭრის გზები, რომლებიც ჩიხში გეგონათ, მოიძებნება. მოერიდეთ უზუსტობებს სამსახურსა და პირად ურთიერთობებში. თქვენი შინაგანი განწყობა მშვიდი და თბილი იქნება, განსაკუთრებით, თუ არასაჭირო საქმეებისგან ცოტა ხნით მაინც დაისვენებთ.

შაბათ-კვირას ეცადეთ, არ დაემორჩილოთ ემოციურ პროვოკაციებს.

სასიკეთო დღეები: 16, 18.

არასასიკეთო დღე: 19.

კირჩხიბი

ეს კვირა წარმატებას გპირდებათ თქვენი იდეებისა და გეგმების განხორციელებაში. გვერდზე გადადეთ უმნიშვნელო დეტალები და ყურადღება გაამახვილეთ ყველაზე მნიშვნელოვანზე. სამსახურში კონკურენცია გაიზრდება, მაგრამ თქვენი ინტუიციური გადაწყვეტილებები სხვების ლოგიკას სჯობნის.  ახლა შეგიძლიათ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგათ წინ თქვენი კარიერისა და კეთილდღეობის საკითხებთან დაკავშირებით. არსებობს მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღების შანსი, შესაძლოა სრულიად მოულოდნელი წყაროდან. იყავით ტაქტიანი, მაგრამ, ამავდროულად, ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას დაიცავით თქვენი ინტერესები.

შაბათ-კვირა ხელსაყრელი დროა ადრე გადადებული დავალებების შესასრულებლად.

სასიკეთო დღეები: 19, 21.

არასასიკეთო დღე: 17.

ლომი

ეს კვირა შესაფერისია საქმიანი კონტაქტების აღსადგენად და პარტნიორობის გაღრმავებისთვის. ახლა უფრო გამჭრიახი ხართ, ვიდრე ოდესმე, გამოიყენეთ ეს მდგომარეობა დაგროვილი საკითხების გასარკვევად. სამსახურში შესაძლებელია შემოთავაზებები, რომლებიც თავდაპირველად შეიძლება საეჭვოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ მოგვიანებით სასარგებლო აღმოჩნდება. სასურველია ნაკლები დრო გაატაროთ იმ ადამიანებთან, რომლებსაც კარგად არ იცნობთ. მეგობრებს შეიძლება თქვენი დახმარება დასჭირდეთ. ფინანსურ მხარეს რაც შეეხება, შესაძლოა წარმოიშვას საჩუქრებთან და მოგზაურობებთან დაკავშირებული მოულოდნელი ხარჯები.

ეცადეთ, შაბათ-კვირას არ გადაიტვირთოთ საოჯახო საქმეებით და მშვიდ გარემოში დასვენება შეძლოთ.

სასიკეთო დღეები: 15, 19.

არასასიკეთო დღე: 18.

ქალწული

ამ კვირაში თქვენი სამუშაოს ხარისხზე მოთხოვნები იზრდება. ეცადეთ, შეამციროთ სამუშაო დატვირთვა. თქვენი მიზნები და გეგმები საიდუმლოდ შეინახეთ და ყველაფერი იდეალურად გამოვა. მოერიდეთ არასაჭირო შეხვედრებსა და კონტაქტებს, ზედმეტს ნურაფერს იტყვით. მოუსძალიან მომმინეთ მეგობრების რჩევებს. ორგანიზებულობა, გააზრებულობა და წინდახედულობა – ეს აუცილებელი თვისებებია, რომლებიც ამ კვირაში განსაკუთრებით გამოგადგებათ.  კვირის შუა პერიოდში გონივრული კომპრომისებისთვის მზად უნდა იყოთ.

შაბათ-კვირას სამუშაოსა და დასვენებას წარმატებით შეუხამებთ ერთმანეთს.

სასიკეთო დღეები: 17, 20.

არასასიკეთო დღე: 19.

სასწორი

ამ კვირაში შეეცადეთ, გამოასწოროთ დაგროვილი შეცდომები და უზუსტობები, გაასწოროთ თქვენს ურთიერთობებში არსებული მცირე ხარვეზები. მოგვიანებით გექნებათ დრო, რომ დიდი საქმეები გააკეთოთ, ახლა პატარა საქმეების დროა. სამსახურში მცირე დავალებებიც კი მნიშვნელოვან შედეგს გამოიღებს. კონკურენცია გაიზრდება, მაგრამ თქვენი ინტუიცია კონკურენტულ გარემოში გადამწყვეტ უპირატესობას მოგცემთ.  ფრთხილად იყავით ემოციური აფეთქებების მიმართ და ეცადეთ, თავი აარიდოთ განწყობის უეცარ ცვალებადობას. დახმარებისთვის შეგიძლიათ მეგობრებს მიმართოთ.

შაბათ-კვირას შეეცადეთ, სურვილი აისრულოთ და დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 17, 19.

არასასიკეთო დღე: 16.

მორიელი

ეს კვირა დატვირთული და პროდუქტიული იქნება. სავსე ხართ ძალითა და ენერგიით, მაგრამ თქვენი მიზნების მისაღწევად ინიციატივა უნდა გამოიჩინოთ. ძალზე მომგებიან შემოთავაზებას მიიღებთ. ახლა თქვენი შანსია, კარგი თანხა გამოიმუშაოთ და კარიერულ კიბეზე ახვიდეთ.  შუა კვირაში სასიამოვნო ამბავი გელოდებათ, თუმცა ჯანმრთელობაზეც უნდა იზრუნოთ. ეს კარგი დროა გააზრებული გადაწყვეტილებებისთვის და ემოციური ბალანსის აღსადგენად.

შაბათ-კვირას დაგროვილი ოჯახური პრობლემების გადაჭრისას ეცადეთ, თავშეკავებული იყოთ.

სასიკეთო დღეები: 15, 18.

არასასიკეთო დღე: 20.

მშვილდოსანი

ამ კვირაში მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ქმედებები რამდენიმე ნაბიჯით მაინც წინასწარ დაგეგმოთ. მოსალოდნელია, რომ მიდრეკილი იქნებით ოცნებისკენ, აგრეთვე, თქვენს შესაძლებლობებზე ილუზორული წარმოდგენებისკენ. შედეგად, როდესაც რაღაც არ გამოდის, შეიძლება შეუსაბამოდ ძლიერ განაწყენდეთ. იყავით უფრო რეალისტი და მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდენით. ეს წარმატებისკენ მიმავალი გზაა. ეცადეთ, თქვენი აზრები და გრძნობები მოაწესრიგოთ, გააანალიზოთ და დააბალანსოთ ემოციური მდგომარეობა. ახლა დროა, დაკარგული კავშირები აღადგინოთ, რაც უახლოეს მომავალში გამოგადგებათ.

შაბათ-კვირას მოსალოდნელია სურვილის ასრულება, რომელიც მიუღწევლად გეჩვენებოდათ.

სასიკეთო დღეები: 19, 20.

არასასიკეთო დღე: 18.

თხის რქა

ამ კვირაში თქვენი გეგმების წარმატებით განსახორციელებლად იყავით ოპტიმისტი და არ მისცეთ თქვენს სიჯიუტეს ყველაფრის ჩაშლის უფლება. თქვენი ნათესავები შეიძლება განაწყენდნენ, რადგან მიიჩნევენ, რომ მათ ყურადღება მოაკელით, ამიტომ შეეცადეთ, ხშირად მოიკითხოთ და მაქსიმალურად თავაზიანი იყოთ მათთან ურთიერთობისას. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როდესაც სადღესასწაულო საჩუქრებზე ფიქრის დროა. მოერიდეთ ხუთშაბათს და პარასკევს დაპირებების მიცემას, რადგან მათი შესრულება რთული იქნება.

შაბათ-კვირას შეეცადეთ, ახალი გამოცდილება შეიძინოთ. ყურადღება მიაქციეთ თქვენი შვილების პრობლემებს, მათ თქვენი მზრუნველობა და დახმარება სჭირდებათ.

სასიკეთო დღეები: 16, 20.

არასასიკეთო დღე: 19.

მერწყული

ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა ახლა თქვენი ცხოვრების გამარტივებისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილით იქნება ნაკარნახევი. შემოქმედებითი ენერგია იზრდება – ამას ყველაზე პატარა დეტალებშიც კი იგრძნობთ. სამშაბათს შესაძლოა საქმიანი მოგზაურობა მოგიწიოთ. ოთხშაბათს გაინებივრეთ თავი რაიმე ელეგანტურით. ხუთშაბათს შესაძლოა უფრო დიდი მიღწევებისთვის მცირე მსხვერპლის გაღება მოგიხდეთ.

შაბათ-კვირას შესაძლოა თქვენი გეგმები მოულოდნელად შეიცვალოს და უფრო მეტი დრო გაატაროთ ოჯახთან ერთად.

სასიკეთო დღეები: 17, 19.                                                                                                  

არასასიკეთო დღე: 16.

თევზები

ამ კვირაში ნებისმიერი წამოწყება წარმატებული იქნება და შესაძლოა თქვენი სანუკვარი ოცნებაც კი ახდეს, იმ პირობით, რომ მის მისაღწევად ირგვლივ მყოფების ინტერესებს არ დათმობთ. წარმატება გელოდებათ როგორც პროფესიულ, ისე პირად სფეროში. როგორც ჩანს, ვიღაცამ თქვენი გული დაიპყრო. ნუ შეგეშინდებათ უფრო დაახლოებისა – ეს სიყვარული ორმხრივია. უნდა გაითვალისწინოთ თქვენი შემოქმედებითი მხარე, რაც თქვენი ყველაზე არაჩვეულებრივი იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ.

შაბათ-კვირას თქვენი ენერგია საოჯახო საქმეების მოგვარებაზე გაამახვილეთ და დრო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

სასიკეთო დღეები: 17, 20

არასასიკეთო დღე: 18.

თამთა გურული

სრულად წაკითხვა