“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე მწვავე, მძიმე შეფასებებს აკეთებს პარტია “ქართული ოცნების” მიმართ:
“საუკუნეებია, საქართველო რუსული ოკუპაციისაგან გათავისუფლებას ცდილობს. ქოცები კი, მათი თქმით, აშშ-სა და ევროპისგან იცავენ ქვეყანას.
რა მავნეა ეს რუსული პროპაგანდა! ჯერ მტრის და მოყვარის მცნებების აღრევას იწყებს, მერე ყველაფერი თავდაყირა დგება. აბა, სად ივანიშვილი და სად თავისუფლებისთვის ბრძოლა?! სად ქოცები და სად მშვიდობა, როცა რამდენიმე დღეა საკუთარ მოქალაქეებს ებრძვიან და არბევენ?!
კეთილდღეობაზე საუბრობენ, მაგრამ ერთ მილიონამდე ქართველი გააქციეს ქვეყნიდან. სარწმუნოებაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ღმერთის ხატებას უბრალო ბავშვებსა და სიცოცხლით სავსე ახალგაზრდებს სპეც-რაზმით დასდევენ, იჭერენ და სახის ძვლებს უმსხვრევენ.
ევროპაში მივდივართო, მაგრამ პუტინი და მისი რეჟიმი თითქმის ყოველ დღე აქებს და ადიდებს მათ. ამის მერე კი ურცხვად ამტკიცებენ, რომ პატრიოტები არიან. დავუდასტუროთ კი არიან პატრიოტები, ოღონდაც ჩვენი მტრის – რუსეთის!
არა რუსულ რეჟიმს! არა ქოცობას! წინ ევროპისკენ! არ ვიშლებით! არ ვნებდებით! ბრძოლა გამარჯვებამდე!“ – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.