კი ევროპას! არა რუსულ კანონს! – მარში რესპუბლიკის მიედნიდან პარლამენტამდე

3 weeks ago 12

დღეს, 9 აპრილს, 18:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე “თავისუფლების მარში” გაიმართება. მარშის მონაწილეები აპროტესტებენ “ქართული ოცნების” მიერ ერთი წლის წინ დადებული პირობის გატეხას და რუსული კანონის ხელმეორედ დაინიციირებას.

რუსული კანონი, ცალსახად ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებსა და ქვეყნის ევროინტეგრაციას. შესაბამისად, მარშის მიზანი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დაცვაა.

“შემოგვიერთდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის! ჩვენ ვირჩევთ ევროპას, საქართველო არასდროს იქნება რუსეთი! ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი! კი ევროპას! არა რუსულ კანონს!”, – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.


რუსული კანონი ბიუროს სხდომაზე გუშინ, 8 აპრილს განიხილეს. პირველი კომიტეტი, რომელიც აღნიშნულ კანონპროექტს განიხილავს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იქნება. განხილვა ორშაბათს, 15 აპრილსაა დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ წელს კანონპროექტს მხოლოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს, მაშინ, როცა შარშან ის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა კომიტეტებმაც განიხილეს. არადა, როგორც “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, კანონპროექტში არაფერია შეცვლილი გარდა სახელწოდებისა.

სრულად წაკითხვა