WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საფრანგეთში მასშტაბური კიბერშეტევა იყო სუპერმარკეტებზე. 12 ოქტომბერს ღამით ჰაკერებმა კონტროლი მოიპოვეს პროგრამაზე, რომელიც სამაცივრე დანადგარების ტემპერატურას არეგულირებს და ზოგიერთ შემთხვევაში ტემპერატურა +50 გრადუსამდე გაზარდეს. მილიონობით ევროს პროდუქტი გაფუჭებული და გადასაყრელია.

კიბერშეტევა შეეხო სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელების, Coopérative U-ს, Intermarché-ის, Netto-ს, Carrefour-ის და Monoprix-ის მაღაზიებს.

სავაჭრო ქსელების მონაცემების მიხედვით, დაზარალებულია 400-მდე სუპერმარკეტი საფრანგეთში არსებული დაახლოებით 15 000-დან.

ჰაკერების სამიზნე იყო დანიური კომპანია Danfoss-ის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც სავაჭრო ქსელები იყენებენ სამაცივრე დანადგარების დისტანციური მართვისთვის.

Danfoss-მა განაცხადა, რომ კიბერშეტევამ დააზიანა დანადგარების მოძველებული მოდელები, რომელთა უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფა შეუძლებელი იყო. კომპანიის თანახმად, საწარმოებს დიდი ხანია ურჩევს სისტემების განახლებას

კიბერშეტევას საფრანგეთის პროკურატურა იძიებს.