კიდევ ერთი დიდი დაბრუნდა - ნიკა კაჭარავა კარიერას საქართველოში გააგრძელებს

7 hours ago 2

31 წლის ფორვარდი ნიკა კაჭარავა კარიერას გაგრაში გააგრძელებს - ინფორმაციას ამის თაობაზე ეროვნული ლიგის გუნდი ავრცელებს.

"კიდევ ერთი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი "გაგრაში"! ჩვენი გუნდის მაისურს ნიკა კაჭარავა მოირგებს. გამოცდილმა ცენტრ-ფორვარდმა ჩვენს გუნდთან ერთად უკვე გამართა პირველი ვარჯიში", - წერია კლუბის განცხადებაში.

ცნობისთვის, ბოლოს კაჭარავა კვიპროსის მეორე ლიგაში ასპარეზობდა, სადაც მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 9 მატჩში თავი 2 გოლთ გამოიჩინა.

სრულად წაკითხვა