მომღერალ თემურ წიკლაურის ოჯახს სათვალავი აერია, უკვე მარამდენე ვანდალიზმი განხორციელდა ხელოვანის საფლავზე.
ბესო ჩუბინიძე:
“გარეწრებმა კიდევ ერთხელ დააზიანეს თემოს საფლავზე მდგარი აწ განსვენებული ელიზბარ სააკაძის მიერ შექმნილი სკულპტურა. უკვე მერამდენედ მერამდენე ვანდალიზმია! ასე ნაწილ-ნაწილ აცლიდნენ მონუმენტს ხან ხელებს, ხან კუთხეებს, ხან დედამიწას და მერამდენედ უნდა განახლებულიყო? მით უმეტეს, ახლიდან დაზიანების შანსი ისევ არსებობდა.
თემოს ქალიშვილმა გადაწყვეტილება მიიღო, მონუმენტი ამ ეტაპზე მოეხსნა საფლავიდან და ის შეენახა იქამდე, სანამ დიდი თემურ წიკლაურის მუზეუმი არ გაიხსნება, რისი პროექტიც და იდეაც კარგა ხანია ქეთის აქვს და დიდი იმედი მაქვს ის, მალე განხორციელდება.”