UFC 317-ზე ილია თოფურიამ ნამდვილი შოუ დადგა და ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში მშვენიერი დარტყმით დაანოკაუტა, რამაც ქართველ მებრძოლს რიგით მეორე დივიზიონის ქამარი მოუტანა.
აღნიშნულ დაპირისპირებას სხვადასხვა სფეროდან არაერთი ცნობილი სახე გამოეხმაურა, მათ შორის ლეგენდარული მომღერალი და მსახიობი ანტონიო ბანდერასიც, რომელმაც თოფურიას გამარჯვება ასე მიულოცა:
შთამბეჭდავია! მატადორმა ეს კიდევ ერთხელ შეძლო. გილოცავ, მეგობარო!
- წერს ესპანელი არტისტი.
შეგახსენებთ, რომ ბანდერასმა და თოფურიამ ბრძოლამდე გარკვეული ხნით ადრე პირდაპირ ეთერში ერთად იმღერეს, მას შემდეგ კი ანტონიო ილის კიდევ უფრო დაუახლოვდა.