,,კიდევ ერთი უმძიმესი ნაბიჯი…” – რა განცხადებას ავრცელებს ნიკა გვარამია?

2 days ago 5

ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს:

,,დღეს დილიდან, უზურპატორულმა რეჟიმმა თვითმარქვია პრეზიდენტის ხელმოწერით გამოაქვეყნა კანონები, რომელთა მოქმედება არა მხოლოდ არალეგიტიმურობის, არამედ ანტიკონსტიტუციურობის და ანტიკონვენციურობის გამო დაუშვებელია, რადგან შეიცავს ადამიანის უფლებების და თავისუფლების შეზღუდვის უმძიმეს წინაპირობებს.

ამ “კანონებით” ხელისუფლების უზურპაციამ და რეჟიმის ავტორიტარიზმიდან დიქტატურისკენ სვლამ კიდევ ერთი უმძიმესი ნაბიჯი გადადგა”, – ამის შესახებ ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის, სა­არ­ჩევ­ნო კო­ლე­გი­ის მიერ, პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე არ­ჩე­უ­ლი მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის ხელ­მო­წე­რით “სა­კა­ნონ­მდებ­ლო მაც­ნე­ზე“ 28 კა­ნონპ­რო­ექ­ტი გა­მოქ­ვეყ­ნდა.

გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კა­ნონპ­რო­ექ­ტებს შო­რის არის “შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ” კა­ნონ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც დე­მონ­სტრან­ტებს აქ­ცი­ე­ბის დროს ნიღ­ბით და ნე­ბის­მი­ე­რი სხვა სა­შუ­ა­ლე­ბით სა­ხის და­ფარ­ვა, ასე­ვე ლა­ზე­რუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი­სა და პი­რო­ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა ეკ­რძა­ლე­ბა.

ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის ხელ­მო­წე­რით ასე­ვე ამოქ­მედ­და კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბი, რომ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გაზ­რდი­ლია ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მე­ბი, ხოლო სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რებ­ში რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი მარ­ტივ­დე­ბა”.

სრულად წაკითხვა