უკრაინის დედაქალაქის, კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ საინფორმაციო სააგენტო France-Presse-სთვის 8 ოქტომბერს მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ქალაქი გადადის "გადარჩენის რეჟიმზე". კიევის მცხოვრებთ, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, კლიჩკომ ურჩია დროებით დატოვონ დედაქალაქი - რადგნ რუსეთის მხრიდან ინფრასტრუქტურის უმნიშვნელოვანეს ობიექტებზე მიტანილი იერიშები ქმნის მასშტაბური კრიზისის საფრთხეს.
8 ოქტომბერს რუსეთის არმიამ დარტყმა განახორციელა კიევის ერთ-ერთ უმსხვილეს ენერგეტიკულ ობიექტზე. ამ ცნობას ავრცელებს ენერგეტიკის მინისტრი, დენის შმიჰალი, დეტალების დაკონკრეტების გარეშე.
ქალაქში შეიქმნა ენერგომომარაგების მასშტაბური პრობლემები, დროებით გაჩერდა მეტროს მატარებლები. იუწყებოდნენ, რომ პრობლემები შეიქმნა კიევის საკანალიზაციო სისტემაშიც.
"როგორ კარგადაც უნდა მოვემზადოთ, საჰაერო თავდაცვის სისტემა თუ არ იმუშავებს, შესაძლოა მძიმე ვითარებაში აღმოვჩნდეთ" - თქვა კლიჩკომ ინტერვიუში.
ამასთან, კიევის მერი ამბობს, რომ საქმე არ ეხება სრულ ევაკუაციას - რადგან ეს იქნებოდა "საუკეთესო სცენარი პუტინისთვის, ჩვენი დაცარიელებული ქალაქების დასაკავებლად".
radiotavisupleba ახალი ამბები