WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ აშშ ირანზე იერიშებს არ განახორციელებს კონგრესის არჩევნებამდე - რომელიც 3 ნოემბერსაა დანიშნული. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის "პროდუქტიული განხილვები" მიმდინარეობს რეგიონში ვითარების თაობაზე.

თავის სოციალურ ქსელში Truth Social ტრამპი წერს, რომ ირანი "ძალიან ცუდ ეკონომიკურ და სამხედრო მდგომარეობაშია", რომ სრული მასშტაბით გრძელდება ამერიკის ძალების მიერ ჰორმუზის სრუტის სამხედრო-საზღვაო ბლოკადა და რომ სრუტეზე ნავთობის გადაზიდვა "რეკორდული მოცულობებით" ხდება. ტრამპის თანახმად, მხოლოდ გასულ საღამოსა და ღამეს სრუტეზე გაიარა 22 მილიონი ბარელის ოდენობის ნავთობმა და აქედან არც ერთი ბარელი არ იყო განკუთვნილი ირანისთვის და არ იყო ირანიდან გამოგზავნილი.

აშშ-ის ხელისუფლება რეგულარულად აცხადებს თეირანთან პროდუქტიული მოლაპარაკებების შესახებ. ირანის გარშემო კონფლიქტის დიპლომატიურ გადაჭრას ცდილობენ სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებიც. მაგრამ 26 სექტემბერს ტრამპმა უარყო ირანის მიერ გაეროს გენერალური ასამბლეის მსვლელობისას შემოთავაზებული გეგმა ჰორმუზის სრუტეში ზავის შესახებ.

აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს 2026 წლის თებერვალში. თავიდან მთავარ მიზნად ასახელებდნენ ირანის ბირთვული პროგრამის აღკვეთას - რომელიც, დაზვერვის სტრუქტურების ცნობით, ახლოს იყო ატომური იარაღის წარმოების დაწყებასთან. პასუხად ირანმა დაიწყო ჰორმუზის სრუტეში ხომალდების მოძრაობის ბლოკირება, რითიც ძალიან გაართულა ნავთობის ექსპორტი სპარსეთის ყურის სახელმწიფოებიდან.

ივნისში ვაშინგტონმა და თეირანმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე, თუცმა უკვე ივლისში აშშ-მა განაახლა დარტყმები ირანზე და თეირანს ბრალი დასდო შეთანხმებების დარღვევაში - მათ შორის ხომალდების მოძრაობასთან მიმართებით.

აშშ-ის ბლოკირებული აქვს ირანის პორტები. არასტაბილური რჩება ვითარება ხომალდების გადაადგილებასთან დაკავშირებით, უწინარესად ჰორმუზის სრუტეში - რაც იწვევს ნავთობის პროდუქტებზე ფასების ზრდას მსოფლიოს ბევრ სახელმწიფოში.