კიევში 10-მდე გაიზარდა რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

3 weeks ago 43

კიევზე რუსული დრონებით და რაკეტებით შეტევის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა. განახლებული მონაცემები მსხვერპლის შესახებ 2 ივლისს დილის რვა საათისთვის ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ. მანამდე ცნობილი იყო, რომ დაღუპულია 8 ადამიანი.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, კიევის რამდენიმე რაიონში დანგრეული და დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები, მათ შორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის. ხანძრებმა მოიცვა საწყობები და ბაზარი.

რუსეთის ჯარებმა კიევზე მასირებული შეტევა პირველიდან ორი ივლისის ღამით დაიწყეს ჯერ უპილოტო საფრენი აპარატებით, შემდეგ კი რაკეტებით.

რამდენიმე საათით ადრე, 1 ივლისს საღამოს, ირლანდიაში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დუბლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დაზვერვის მონაცემებით რუსეთი ამზადებს მორიგ მასირებულ დარტყმას, ამიტომ პრესკონფერენციის შემდეგ თავის გუნდთან ერთად უკრაინაში ბრუნდება.

ზელენსკიმ უკრაინელებს სთხოვა, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და თავშესაფრებით ისარგებლონ.

სრულად წაკითხვა