„რეჟიმმა და ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატულად თქვა, რომ ის არის სუსტი და ეშინია ეროვნული ძალების სამართლიან არჩევნებში... პარტიები არის ინსტრუმენტი დემოკრატიისთვის, სხვა შემთხვევაში ხელისუფლებას და რეჟიმებს ცვლის ხალხი...
ჩვენ ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდეს და ეროვნული ძალები მოვიდეს საქართველოს ხელისუფლებაში...“ - განაცხადა თენგო თევზაძემ.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ მსგავსად „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ლელო - ძლიერ საქართველოშიც“ აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სარჩელის მიუხედავად, გააგრძელებენ ბრძოლას.
დღეს, 28 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ მედიას გააცნო ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაგზავნი სარჩელის შინაარსი. როგორც პარტიის ლიდერმა და სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თქვა, მოითხოვენ სამი პარტიის აკრძალვას:
- „ნაციონალური მოძრაობა“;
- „ლელო - ძლიერი საქართველო“;
- „კოალიცია ცვლილებისთვის“;
- ჩამონათვალში არ მოხვდა პარტია „გახარია საქართველოსთვის“.
შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ სასამართლოში აღარ მოითხოვენ კონკრეტული ინდივიდებისთვის საქმიანობის აკრძალვას.
„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციურ პარტიების გაუქმების დაპირება საკუთარ ამომრჩეველს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მისცა. მტკიცებულებების მოსაპოვებლად სადავო პარლამენტში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია და შეისწავლეს „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა 2003 წლიდან დღემდე.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 2025 წლის 17 ივლისს ამბობდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიუხედავად, პარტიების, „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ.
ბოლო თვეების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ სადავო პარლამენტში მიიღო არაერთი კანონი, რომლებმაც გააუარესა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებები. მათ შორის, მიიღო კანონი, რომელიც საშუალებას მისცემდა საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიის აკრძალვასთან ერთად მოეთხოვათ კონკრეტული პოლიტიკოსების საქმიანობის შეზღუდვაც.

 2 days ago
                        5
                        2 days ago
                        5
                    
 
     
     
    





 English (US)  ·
                        English (US)  ·        Georgian (GE)  ·
                        Georgian (GE)  ·