აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, კობა ფარტენაძე, იზოლიტორიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი, თემურ ქავშბაია, სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ჟურნალისტი, რომელსაც 10 აგვისტოს ქუჩაში დაემუქრნენ და მასზე ფიზიკურად იძალადეს, 17 აგვისტოს სამართალდამცავების შეურაცხყოფის გამო დააკავეს.
როგორც ჟურნალისტმა მედიასთან განაცხადა, იზოლატორიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს და მისი სასამართლო პროცესი ხვალ, 18 აგვისტოს, გაიმართება.
12 აგვისტოს კობა ფარტენაძეზე თავდასხმისა და მუქარის ფაქტზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა „კობა ფარტენაძეზე დისკრიმინაციული ნიშნით ძალადობის და მუქარის საქმეზე“ ბრალდებულ ორივე პირს გირაო შეუფარდა და არ დააპატიმრა.
netgazeti