კობახიძე აქციის დარბევაზე: ჩვენი ამოცანა იყო, ცალკეული ადამიანების ჯანმრთელობაზე მძიმე კვალი აგვეცილებინა

16 hours ago 2

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების დარბევის დროს ხელისუფლების ამოცანა იყო, თავიდან აეცილებინა ცალკეული ადამიანების ჯანმრთელობაზე მძიმე კვალი და მსხვერპლი. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა.

"ეს ამოცანა შესრულებულია", - ირწმუნება კობახიძე და მადლობას უხდის პოლიციას.

"ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, მძიმე განვითარება არ მოჰყოლოდა ამ ყველაფერს და პირველ რიგში, ეს იყო მსხვერპლის თავიდან აცილება... ეს არის შსს-ს დამსახურება, თითოეული პოლციიელის ხელმძღვანელობის დამსახურება...

მეორე იყო, თუნდაც, ისეთი შედეგის თავიდან აცილება, რაც ცალკეული ადამიანის ჯანმრთელობას დაატყობდა კვალს.

გახსოვთ, როგორ დასრულდა საქართველოში 2011 წლის შეკრების დარბევა - 4 კაცი მოკლეს მშვიდობიან შეკრებაზე. ასევე, მინდა შეგახსენოთ ["ქართული ოცნების" ხელისუფლების ყოფილი პრემიერის] გიორგი გახარიას "გმირობა" 2019 წელს, როდესაც 7 ადამიანს დარჩა მძიმე კვალი ჯანმრთელობაზე, მათ შორის ორმა დაკარგა თვალი", - თქვა კობახიძემ და აღნიშნა, რომ აქციის დარბევის დროს "იყო ცალკეული გადაცდომები, მათ შორის, მძიმე ინციდენტები", რაც "ძალიან უსიამოვნო იყო".

"ამაზე გამოძიება მიმდინარეობს და, რა თქმა უნდა, ბოლომდე უნდა მივიდეს".

სრულად წაკითხვა