WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო, რომელიც გასულ წელს შეიქმნა, „მილევად რეჟიმშია“ და წლის ბოლომდე დაიხურება. მედიასთან საუბრისას მან არასამთავრობო ორგანიზაციებს „ხელოვნური ფენომენი” უწოდა, რომელიც უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის შეიქმნა.

„გრანტების მართვის სააგენტო არის მილევად რეჟიმში და წლის ბოლომდე დაიხურება“, – განუცხადა კობახიძემ 17 სექტემბერს ჟურნალისტებს.

„NGO არის ხელოვნური ფენომენი, რომელიც არის მოგონილი ხელოვნურად, უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის”, – აღნიშნა მან, „NGO-ს ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს ერთი სახელმწიფოს ინტერვენცია მეორე სახელმწიფოში. ამისთვის მოიგონეს NGO-ები თავის დროზე. ერთი საუკუნის წინ NGO-ები არ არსებობდნენ. შემდეგ მოიგონეს და NGO-ებს იყენებდნენ, როგორც უცხოური ინტერვენციის მთავარ ინსტრუმენტს. ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ საქართველოში“.

„შესაბამისად, ჩვენ მოვიგონოთ NGO-ები და ასეთი რამ დავაფინანსოთ, ასეთი რამ არასწორია, შესაბამისად, ამის გამო მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება“, – დასძინა მან.

„ქართული ოცნების“ მთავრობამ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო 15 აპრილს ჩამოაყალიბა. სააგენტოს, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული გრანტების გაცემა ევალება. სააგენტოს თავდაპირველად თამარ ზოდელავა ხელმძღვანელობდა.

This post is also available in: English