WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სააგენტო "პარალელი"
“კობახიძე-მდინარაძის, ჯერ ფარული და მერე ღია, ალიანსის შედეგებს ვიმკით დღეს ყველა” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე მძიმე მინიშნებებს აკეთებს ირაკლი კობახიძესა და მამუკა მდინარაძესთან მიმართებით, კონკრეტული ბრალდებებით:

აი დღევანდელი “ქართული ოცნების” შემადგენლობას მინდა გითხრათ!!!

თქვენზე დიდი მტერი და მოღალატე არ ყოფილა მას მერე რაც ბიძინა ივანიშვილმა ღია ბრძოლა გამოუცხადა ნაცებს!!!

ირაკლი კობახიძე, მხოლოდ ისაა საკმარისი თქვენი შიშის დასადასტურებლად, რომ ადამიანი არ დატოვეთ ჩემს გარშემო არ დამუქრებოდით და პრობლემა არ შეგექმნათ!!!

წლების მანძილზე საკუთარი თავი არ დამიზოგავს და ლამის ჯავშნად ვიყავი თქვენზე გადაფარებული!!! და რა იკადრეთ?!!!
რითი განსხვავდებით აღვირახსნილი ნაცებისგან???!!!
ასეთი რა დაგპირდნენ რომ სამშობლოც კი გაწირეთ!!!

2024 წლის არჩევნების მერე ვამბობ და გავიმეორებ არავის ისე არ დაუზიანებია ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი როგორც გააკეთეთ ეს თქვენ!!!

კობახიძე-მდინარაძის, ჯერ ფარული და მერე ღია, ალიანსის შედეგებს ვიმკით დღეს ყველა.

ვერავინ წარმოიდგენდა და ამიტომ არც არავინ დამიჯერა თქვენი ინტრიგების და პროვოკავიების ქსელი. ყველა სფეროში მოახერხეთ და გაგივიდათ, რადგან ყველგან უკადრებელი იკადრეთ!!! ყველა არაკაცობას ხელი მოაწერეთ!!!

დრო არ გეყოთ არა???
ბიძინა ივანიშვილი ვერ მოგუდეთ ჯიგრებო???

ერთი წამით არ ვნანობ ჩემს პოზიციას არცერთ დროში!!!

დავრწმუნდი რომ ძალიან გაშინებდათ ის, რასაც მე ნუკა არველაძე ვაკეთებ და ვაკეთებდი!!!

ოჯახს მიადექით არაკაცებო???

და მე რომ დამელაპარაკოთ პირდაპირ ვერ გაბედეთ???

აკი ბიძინა ივანიშვილს არწმუნებდით რომ არავინ ვარ და არაფერს წარმოადგენსო. რაო, ვისით კაცობთ და ვისით მემუქრებით, ბიძინა ივანიშვილის, ყიფიანის და სისტემის სახელით???

აბა საკუთარი არც ავტორიტეტი და არც გავლენა გაგაჩნიათ!!!

ირაკლი ღარიბაშვილის და გრიგოლ ლილუაშვილის დუმილმა და თქვენი აღვირახსნილების მიშვებამ ცაში აგაფრინათ და ახლა უკვე ნაცები გიცავენ?🤣

ვინ ვინ და თქვენ ხომ ყველაზე კარგად იცით რა გააკეთეთ და როგორ. ვინ ვინ და თქვენი ნაჭამი ნეხვის მონელებასაც ვერ მოახერხებთ, იმდენი შეცდომა დაუშვით ბოლო ორი წელი არადა გაფრთხილებდით

– კატის გაზრდილი ლომი – წაგეკითხათ!!!

ჩემთან ვერ დალაგდით, რადგან კარგს არაფერს აკეთებდით არც “ქართული ოცნებისთვის” და არც სამშობლოსთვის. სხვანაირად არანაირი პრობლემა არ იქნებოდა!!!

ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის სახელს ამოფარებულებმა რაც გააფუჭეთ არაფერია დამალული!
ყველამ ყველაფერი იცის და მათ შორის თორნიკე რიჟვაძის საქმით დაწყებული – არაერთი თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტით დასრულებული!!! აღარფერს ვამბობ უვადო პატიმრობისთვის გამეტებულ ადამიანებზე!!! სადაც საქმე შავი ძაფითაა ნაკერი!!!!

ამიტომაც არ მიკვირს ჩემოდნებზე ზიანო რომ ამბობენ თქვენზე!!!

არადა არ გაეშვით ოჯახების და შვილების დაწიოკებას. ფსიქოლოგიურ და მორალურ ტერორს!! ამიტომ ბუმერანგი უკან მოდის – ვერსად დაემალებით!!!

განსაკუთრებით კი ბავშვების და ჩემი ნანიკოს ცრემლები ამოგდინდებათ ძმრად ორივეს!!!” – წერს სოციალურ ქსელში ნუკა არველაძე.

“კობახიძე-მდინარაძის, ჯერ ფარული და მერე ღია, ალიანსის შედეგებს ვიმკით დღეს ყველა” – ნუკა არველაძე
პარალელი