WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი, რომელსაც ტერორიზმის მომზადებას ედავება პროკურატურა, იმ სასამართლო სხდომიდან გააძევეს, სადაც მისი განაჩენი უნდა გამოცხადდეს.

მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ელისაშვილმა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმოამდგენლებს, ირაკლი კობახიძესა და მამუკა მდინარაძეს აგინა.

„პოლიტიკაში ბევრი შეცდომა დამიშვია, ჩემი შეცდომა ის იყო, რომ პარლამენტში კონსტრუქციული ოპონირების კულტურა შემექმნა. რა კულტურა?! - ვნანობ, ყოველ დღე რომ არ ვურტყამდი მდინარაძე- პაპუაშვილს… ისე უნდა მელაპარაკა, როგორც იმსახურებდნენ…

ჩემთვის მთავარია მამაჩემი და ჩემი შვილები ამაყობდნენ ჩემით და კობახიძის და მდინარაძის დედაც მოვ**ნ“ - თქვა ალეკო ელისაშვილმა გაძევებამდე.

მის ამ სიტყვებს დარბაზში შეძახილები მოჰყვა - „ბრავო“.

მასალა განახლდება