WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

“ძალიან პრობლემური განცხადებაა. მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. პრობლემური ჩვენთვის არაა, თავისთვის”, – ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას.

კობახიძის თქმით, მან არ იცის რა აქვს სათქმელი ღარიბაშვილს.

“ვნახე [ღარიბაშვილის] განცხადება. არ ვიცი რაზეა საუბარი. ვიცი რომ განაჩენი დამდგარია და სამართალდამცველების საქმეა. მე ვერ გავაკეთებ კომენტარს მათ შორის იმიტომაც რომ ის ჩემი წინამორბედია ამ თანამდებობაზე და ეთიკურადაც არ იქნება სწორი მისი განცხადებების შეფასება”, – თქვა კობახიძემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ როგორც ღარიბაშვილის, ისე მისი ოჯახის უსაფრთხოება დაცულია. მისივე თქმით, გუშინ ბიძინა ივანიშვილთან ისაუბრა, თუმცა არა ამ საკითხზე.