ახალი ამბები
29 seconds ago
1 წუთის საკითხავი
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდავარდის უბანში მოსახლეობა მგლების და ტურების შემოსევაზე საუბრობს.
”ყოველდღე მოდიან ტურებიც და მგლებიც. სახლთან ყმუიან“, – უთხრეს ადგილობრივებმა “მოზაიკას”.
განსაკუთრებით ღელავენ მშობლები და დახმარებას ითხოვენ.
“დღესაც, შუადღისკენ სახლთან ძალიან ახლოს იყვნენ, 3 ან 4 იქნებოდა, სოფელში შემოდიან. არადა, ბავშვები სულ გარეთ არიან. სანამ რამე არ მოხდება, ასე უნდა იარონ“, – ამბობს ხატია პაპიაშვილი, რომელსაც 3 შვილი ჰყავს.
ადგილობრივებმა ვითარების შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებას აცნობეს.