კოკე: "პსჟ-სთან მატჩში თითოქს მსაჯი მხოლოდ ერთი გუნდისთვის მსაჯობდა"

4 weeks ago 8

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ დამაჯერებლად მოიგო – ფრანგულმა გრანდმა მადრიდის „ატლეტიკოს“ შანსი არ დაუტოვა და 4:0 გაანადგურა. მატჩში ბრწყინვალე ასპარეზობით თავი ხვიჩა კვარაცხელიამ გამოიჩინა, რომელმაც 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

თამაშის დასრულების შემდეგ, „ატლეტიკოს“ კაპიტანმა კოკემ უკმაყოფილება ვერ დამალა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან მსაჯობა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ შედეგი სამართლიანი არ იყო.

ჩვენ არ ვთვლით, რომ პსჟ-ს ეს მოგება ეკუთვნოდა. მსაჯების თითქმის ყველა გადაწყვეტილება მათ მხარეს იყო – თითქოს მხოლოდ ერთი გუნდისთვის მსაჯობდნენ“, – განაცხადა გამოცდილმა ნახევარმცველმა.

ტურნირის მეორე ტურში, 20 ივნისს, პსჟ ბრაზილიურ „ბოტაფოგოს“ დაუპირისპირდება, ხოლო „ატლეტიკო“ ამერიკულ „სიეტლ საუნდერსთან“ ეცდება ხასიათის გამოსწორებას.

სრულად წაკითხვა