WEBO.GE
🚀 საიტების დამზადება
თანამედროვე, სწრაფი და მობილურზე მორგებული ვებსაიტები
📞 579 817 817
შეკვეთა →

ძლიერი მიწისძვრა მოხდა კოლუმბიაში. ქვეყნის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ეს იყო 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა.

გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად, დაშავდნენ ადამიანები და მან მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია კოლუმბიის წყნარი ოკეანის სანაპიროზე. მიწისძვრა საგრძნობი იყო კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაშიც, რომელიც ეპიცენტრიდან ასობით კილომეტრით არის დაშორებული.

სააგენტოები ციტირებენ ჩოკოს პროვინციის გუბერნატორ ნუბია კაროლინა კორდობას, რომელმაც ადამიანების დაშავება, თუმცა დაშავებულთა რაოდენობა არ დაუსახელებია. მან გამოთქვა შეშფოთება მოსალოდნელი აფტერშოკების გამო.

ორ თვეზე ნაკლები დრო გავიდა კოლუმბიის მოსაზღვრე ვენესუელის დამანგრეველი მიწისძვრიდან, რომელსაც 6100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ბიბისი, აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით, წერს, რომ 10 აგვისტოს მიწისძვრის ეპიცენტრი იყო სოფელ სან ხოსე დელ პალმარიდან აღმოსავლეთით, 5 კილომეტრში. მიუხედავად იმისა, რომ ეპიცენტრი 110 კმ სიღრმეზე იყო, ის საგრძნობი იყო ასობით კილომეტრ მანძილზეც. ბოგოტაში რამდენიმე შენობიდან ევაკუაციაც განხორციელდა.

სოციალური მედიით ვრცელდება ვიდეო, რომელიც ქალაქ მანიზალესში დანგრეულ შენობას ასახავს - ადამიანები უძახიან მათ, ვინც, მათი ვარაუდით, ნანგრევებშია მოყოლილი.

კოლუმბიის საავიაციო ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას ზიანზე რამდენიმე რეგიონულ აეროპორტში.