რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, რომელიც 2 ნოემბერს დაბა კომიშუვახაზე განხორციელდა, 55-მდე გაიზარდა.
„გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამძებრო სამუშაოების წარმოებისას, მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიტანეს კიდევ 9 დაღუპული ადამიანის ცხედრები და ნეშტები“, განაცხადა უკრაინის საგანგებო სიტუციების სახელმწიფო სამსახურმა.
ტრაგედიის ადგილზე უკვე მეექვსე დღეა გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. „საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მაშველები და კინოლოგები განმეორებითი დარტყმების საფრთხის მიუხედავად მუშაობენ“, დაწერა ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემასრულებელმა მიხაილო სემიკინმა.
ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა კომიშუვახაზე ცხრა საავიაციო ბომბი ჩამოაგდეს. მისი თქმით, ჯერ დარტყმა მიიტანეს იმ ადამიანებზე, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად მივიდნენ უმოქმედო სკოლის შენობაში, სადაც მისი გაცემის პუნქტი იყო მოწყობილი, ხოლო შემდეგ ადგილზე მისულ მაშველებსა და პოლიციელებზე.
კომიშუვახა ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარეობს და მასზე რეგულარულად ხორციელდება რუსეთის ჯარების დარტყმები.
radiotavisupleba ახალი ამბები