იტალიურმა კლუბმა „კომომ“ ოფიციალურად განაცხადა, რომ ინგლისელ ნახევარმცველ დელე ალისთან კონტრაქტი შეწყვიტა.
„დელე მუდმივად ფოკუსირებულია სათამაშო დროზე და რადგან ის ჩვენს სამომავლო გეგმებში არ შედიოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ კონტრაქტის დასრულება სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე. მადლობას ვუხდით დელეს „კომოში“ გატარებული დროისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში,“ – ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ალიმ „კომოს“ მაისური მხოლოდ ერთხელ მოირგო. 2024/2025 წლების სერია A-ს 29-ე ტურში, „მილანთან“ (1:2) მატჩში, ინგლისელი მოედანზე 81-ე წუთზე შევიდა, თუმცა 90+1 წუთზე პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. მას შემდეგ ალი მინდორზე აღარ გამოჩენილა და ახალი სეზონის განაცხადშიც არ შეუყვანიათ.