კომპანია META-ს სერვისების ფუნქციონირება აღდგენილია

1 week ago 6

ოთხშაბათს, 11 დეკემბერს, საღამოს რამდენიმე საათის განმავლობაში პრობლემები შეექმნა კომპანია META-ს სერვისებს – ფეისბუქს, მესენჯერს, ინსტაგრამს, ვოთსაპს. კომპანიის განმარტებით ხარვეზები გამოწვეული იყო ტექნიკური პრობლემებით.

აღნიშნულის თაობაზე განმარტების გაკეთებისა და პრობლემის უმოკლეს დროში გამოსწორების მიზნით მარკ ცუკენბერგის კომპანია META-მ სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი ტვიტერი) დაწერა.

მილიარდობით მომხმარებელი პრაქტიკულად დამოკიდებული გახდა META-ს სერვისებზე და ის გახდა კომუნიკაციის უმნიშვნელოვანესი არხი. ბევრი რამ, მათ შორის, ბიზნესი, საქმიანი კონტაქტები თუ ყოველდღიური ურთიერთობები, აღნიშნულ სოციალურ ქსელებზეა მორგებული და შესაბამისად მისი გათიშვა მილიონობით მომხმარებელის გეგმების პრაქტიკულად სრულ პარალიზებას იწვევს.

ამჟამად META-ს სერვისები გამართულად მუშაობენ.

სრულად წაკითხვა