კომპანის საქმეებში ერევიან? - ვისი სკამზე დატოვება დაავალეს ბაიერნის მწვრთნელს ჩელსისთან

3 hours ago 2

ბაიერნისა და ჩელსის შეხვედრის შემდეგ გერმანულ მედიაში ნიკოლას ჯექსონისა და ვენსან კომპანის შესახებ საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება.

როგორც წერენ, კომპანის სურდა, რომ მეორე ტაიმის სტარტზე ნიკოლას ჯექსონი თამაშში ჩაერთო, რათა ჩელსი იძულებული გამხდარიყო, რომ ნაცნობი კადრის გამოჩენის შემდეგ კიდევ უფრო უკან დაწეულიყო და შეტევაზე დროებით მაინც, ნაკლები აქცენტი გაეკეთებინა, მაგრამ კომპანიმ მისი შემოყვანა იმიტომ ვერ შეძლო, რომ სენეგალელს აწ უკვე ცნობილი 40 თამაშის გეგმა არ შეესრულებინა.

მოგეხსენებათ, რომ ჯექსონს 40 სასტარტო თამაშში ის მატჩებიც ჩაეთვლება, სადაც ის მეორე ტაიმს პირდაპირ ძირითადიდან დაიწყებს და თუ გეგმა შესრულდება, საბოლოოდ ბაიერნს მისი გამოსყიდვა მოუწევს.

ჰოდა, წერენ, რომ ბაიერნის ხელმძღვანელობაში არ სურთ (მათემატიკურადაც კი) არსებობდეს შესაძლებლობა იმისა, რომ ჯექსონმა გეგმა შეასრულოს და კლუბს მისი გამოსყიდვის ვალდებულება გაუჩნდეს.

სრულად წაკითხვა