WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ მის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის საფუძველზე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო 10 000 ლარით დააჯარიმა.

კომისიის განცხადებით, მონიტორინგის მიზანი იყო მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმების შესრულებაზე დაკვირვება. მონიტორინგი 14-16 სექტემბრის პერიოდში განხორციელდა.

„მოცემულ შემთხვევაში მონიტორების მიერ დაფიქსირებულია 13 დარღვევა… სახეზეა მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში საკითხის გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. […] მაუწყებელი სადაო სიუჟეტებში სისტემატურად იყენებს ისეთ ფრაზებს როგორიცაა მაგალითად: „ოცნების სუსი“, „ოცნების პარლამენტი“, „ოცნების ფინანსთა სამინისტრო“, „ქართული ოცნების პრეზიდენტი“ და ასე შემდეგ. რაც სახელმწიფო ორგანოების ინსტიტუტების საქმიანობის მიმართ მაუწყებლის მოსაზრებისა და პირადი დამოკიდებულების გამოხატვას წარმოადგენს“, – თქვა კომისიის წარმომადგენელმა სხდომაზე.

„ფორმულას“ მსგავსი დარღვევისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაკისრებული აქვს გაფრთხილება, ჯარიმა 2 500 ლარის ოდენობით, ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.