ბაჩო ახალაიასთან მიმართებაში გავრცელებულ კონკრეტულ ინფორმაციებს ირონიული მინიშნებებით ეხმაურება თაკო ჩარკვიანი:
“ესე იგი, კომუნისტებს გადაასწრეს რა ბრალდებებით და ბოდვით , “ბაჩო ახალაია (თურმე) ცოლის სახლში ინახავდა ასაფეთქებელს” , აი ეს ბოდვა რომ მოგივა თავში “ხელისუფალს”, რა “შაშინებული” უნდა იყო.
ვაი თქვენს პატრონს… ჰო მართლა “რუკა” სად იდო? როიალზე, “ვიტრინაში” თუ კედელზე ჩამოკიდებული ჩარჩოში?! ვ.თ.პ.😂“, – წერს თაკო ჩარკვიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.
ინფორმაციისთვის: სუს-ი საქართველოში უკრაინიდან შემოსულ ასაფეთქებელ ნივთიერებასთან დაკავშირებული გამოძიების დეტალებზე საუბრისას მიანიშნებს, რომ გამოძიებისა და სხვა ოპერატიულ მასალებში ამ ეტაპზე ჩანს ერთადერთი საბოლოო ლოკაცია – თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი. შემდგომ მედიაში მოხდა დაკონკრეტება, რომ აღნიშნული სახლი ეკუთვნის წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნის, ბაჩო ახალაიას მეუღლეს, ანი ნადარეიშვილს. ამასთან გამოითქვა კონკრეტული ეჭვები და ვარაუდები ბაჩო ახალაიასთან მიმართებაში. კერძოდ, მითითებული იყო, რომ აღნიშნულ ლოკაციაზე იყო პარლამენტის შენობის მაკეტი და ხდებოდა ცალკეული კანონსაწინააღმდეგო ვარიანტების განხილვა