აშშ-ს ახალი მოწვევის კონგრესის პირველივე სამუშაო დღეს საქართველოსთან დაკავშირებით ჰელსინკის კომისიის კომისიის ლიდერთა ორპარტიული ჯგუფი ორ აქტს წარადგენს.
კერძოდ, კონგრესში ხელახლა წარადგენენ „მეგობარი აქტს“. ასევე ცნობილი გახდა, რომ კონგრესში წარადგენენ „ქართული კოშმარის არაღიარების აქტს“.
ამის შესახებ 3 იანვარს, კონგრესში ჟურნალისტებთან შეხვედრისას, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა და დემოკრატმა კონგრესმენი სტივ კოენმა განაცხადეს.
ჯერჯერობით უცნობია რას მოიცავს „ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“. თუმცა ნეტგაზეთი გაეცნო კონგრესში ხელახლა წარადგენილ „მეგობარი აქტს“, რომელიც აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა თავდაპირველად 2024 წლის მაისში, იმ დროს წარადგინა, როცა „ქართული ოცნება“ რუსულ კანონს იღებდა.
აქტის სახელი MEGOBARI სიმბოლურია და ითარმგნება, როგორც ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის ასამაღლებლად, საქართველოს შესაძლებლობების მობილიზება და გაძლიერების აქტი (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act).
დოკუმენტი კვლავ ორი ნაწილისგან შედგება – ის ითვალისწინებს საქართველოსთან დაკავშირებით სანქციებს და ასევე მხარდაჭერას თუ ქვეყანა გააგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას, მათ შორის საქართველო-აშშ-ს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებების მხარდაჭერას.
„მეგობარი აქტი“ მოუწოდებს „ქართული ოცნების“ მთავრობას გაათავისუფლოს პოლიტიკური პოლიტიკურად მოტივირებული ნიშნით დაკავებული ყველა პირი და მოხსნას მათ წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება.
ასევე მოუწოდებს, რომ საფუძვლიანად მოხდეს გამოიძიება ყველა ბრალდების, რომელიც წარმოიშვა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
გააგრძელოს თუ არა საქართველოს მთავრობის დარწმუნება, რომ შეერთებული შტატები მოწოდებულია შეინარჩუნოს და გააღრმაოს ორმხრივი ურთიერთობები და მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
ხელახლა წარდგენილი აქტი ისევ მოითხოვს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების სანქცირებას და სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებისთვის შეზღუდვების დაწესებას. გარდა ამისა, აქტი კვლავ ითვალისწინებს „ოცნების“ მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას.
ამასთან, ხელახლა წარდგენილ დოკუმენტში კვლავ არის მოწოდება, რომ აქტის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 180 დღისა, სახელმწიფო მდივანმა, ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელთან და თავდაცვის მდივანთან კოორდინაციით, წარუდგინოს კონგრესის შესაბამისი კომიტეტებს საიდუმლო ანგარიში საქართველოში რუსული და ჩინური გავლენების შესახებ.