ბაიერნის ახალგაზრდა ვარსკვლავმა ჯამალ მუსიალამ დაადასტურა, რომ გერმანულ გრანდთან განახლებულ კონტრაქტზე მუშაობს, თუმცა მისივე თქმით კონკრეტული არაფერია.
"ახალი არაფერია - თავს კარგად ვგრძნობ და მოლაპარაკებებს ვაგრძელებთ. ახლა იმდენად დატვირთული პერიოდი გვაქვს თამაშების მხრივ, რომ ამაზე ფიქრის დროც არ მქონია. უბრალოდ ვცდილობ მოედანზე მაქსიმალურად დავიხაჯრო, ვნახოთ რა იქნება", - განაცხადა მუსიალამ.
ცნობისთვის, მუსიალას და ბაიერნს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2026 წლის ზაფხულში გასდის.